გააგრძელებს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის იარაღის მიწოდებას – უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანლის კომენტარი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, კიევი იმედოვნებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც გაგრძელდება ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება.

ამის შესახებ დიპლომატმა “რბკ-უკრაინა”-სთან საუბარში განაცხადა.

“დღეს იარაღის მიწოდების კარი ღიაა. მიუხედავად რუსეთის მუქარისა, დონბასში ომი ახალი ძალით არ გაჩაღებულა, იარაღი კი, რომელსაც აშშ-სგან ვიღებთ, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ხმარდება. არ ველოდები, რომ ახალი ადმინისტრაციის დროს ეს კარი დაიხუროს”, – თქვა მინისტრმა.

უკრაინისთვის 47 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო კომპლექსების – Javelin-ების მიწოდების გადაწყვეტილება 2018 წლის მარტში იქნა მიღებული. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევისთვის რაკეტების მეორე პარტიის მიწოდებასაც დაუჭირა მხარი, რომლის ღირებულება 40 მილიონი დოლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები