საქართველოდან პირველი აგვისტოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის ღირებულებამ 5.5 მილიონი დოლარი შეადგინა

საქართველოდან 1-ლი აგვისტოდან – 6 დეკემბრამდე პერიოდში 10 332 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 38%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 41%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდს.

მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 510 ტონა), უკრაინასა (3 121 ტონა) და სომხეთში (2 556 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები