კარლ ჰარცელი: დარწმუნებული ვარ, ყველა მხარე იმუშავებს აქტიურად, რათა კარგ შედეგს მივაღწიოთ, თუ ეს შესაძლებელია

„ყველა მოლაპარაკებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე მხარე მაქსიმალურს აკეთებდეს, რომ იფიქროს, თუ როგორ წარადგინოს თავისი პოზიცია შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ შეთანხმების მიღწევისთვის”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰარცელი იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული იქნება.

„ყველა მოლაპარაკებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე მხარე მაქსიმალურს აკეთებდეს, რომ იფიქროს, თუ როგორ წარადგინოს თავისი პოზიცია შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ შეთანხმების მიღწევისთვის ისევე, როგორც დაეხმაროს მეორე მხარე ამ მიმართულებით. წინასწარ ვერ გეტყვით, რა შედეგები იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა მხარემ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ვიმედოვნებ, შევძლებთ ფართომასშტაბიან შეთანხმებას, მაგრამ არ შემიძლია, რომ ეს დადასტურებულად გითხრათ. დარწმუნებული ვარ, ყველა მხარე იმუშავებს აქტიურად, რათა მივაღწიოთ კარგ შედეგს, თუ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები