ინდოეთში ასობით ადამიანი საავადმყოფოში დაუდგენელი დაავადების გამო მოხვდა

ინდოეთში, დაუდგენელი დაავადების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, საავადმყოფოებში 300-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები მოათავსეს.

დაავადება პრადეშის შტატში, ქალაქ ელურუში გამოვლინდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პაციენტებს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პირღებინება, თვალების წვა, ეპილეპსია, გონების უეცარი დაკარგვა და სხვა სიმპტომები აღენიშნებათ. მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, თუმცა, ყველა პასუხი ნეგატიურია.

მედიკოსები, ჯერჯერობით, დაავადების მიზეზს ვერ ადგენენ, თუმცა, პაციენტებს სისხლის ანალიზი და თავის ტომოგრაფია ჩაუტარეს.

ექიმების თქმით, ამჟამად კლინიკაში მხოლოდ 160-მდე ადამიანი რჩება, 180 უკვე გაწერეს.

ოპოზიცია დაავადების მიზეზად წყლისა და ჰაერის დაბინძურებას განიხილავს.

ინდოეთის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები