პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის  დაპირისპირება მოხდა

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის  დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთი სამოქალაქო ატივისტების თქმით, მათ ჰქონდათ სურვილი პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის კონსტრუქციაზე წარწერები და საბჭოთა სიმბოლიკის აღმნიშვნელი პლაკატებით გაეკრათ. აღნიშნული ქმედების გაკეთების უფლება მათ  პოლიციამ  არ მისცა.

„დროებით განთავსების კონსტრუქციაზე არ გვაძლევენ გავაკეთოთ წარწერები, გავაკრათ პლაკატები და გამოვხატოთ პროტესტი. მეც მიჭერდნენ და ჩემმა თანამებრძოლებმა ძლივს გამომგლიჯეს პოლიციას”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ დროისთვის პარლამენტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები