საქართველოს გავლით თურქეთიდან ჩინეთში პირველი მატარებელი გაემგზავრა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, დღეს თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით პირველი სატვირთო მატარებელი გაემგზავრა.
თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც 42 მაცივარ- კონტეინერისგან შედგება, სატამბოლიდან 14 საათზე გამოემგზავრა.
მატარებელი, რომელიც TCDD Tasimacilik AS– სა და Pacific Eurasia– ს, ოფიციალურ „ექსპედიტორულ კომპანიასთან“ თანამშრომლობით გადაადგილდება, ჯამურად, 8 ათას 693 კილომეტრს გაივლის და ტვირთს ჩინეთში 12 დღეში ჩაიტანს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკეში განმარტებულია, რომ თურქეთი გააგრძელებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების განმტკიცებასა და საჭირო ნაბიჯების გადადგმას რეგიონში მისი პოზიციის განმტკიცებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები