ჯაფარიძე – თანაპარტიელებზე: მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი, ერთად გაგვეგრძელებინა საქმე, რაზეც უარი მივიღე, ამის შემდეგ ამ ადამიანებთან დავამთავრე ურთიერთობა

“ვრჩები “გირჩის” ლიდერად. მე პარტია არ დამიტოვებია, ვინ იქნება „გირჩში“, ამას პარტიის მხარდამჭერები გადაწყვეტენ”, – ამის შესხებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვრჩები “გირჩის” ლიდერად, მე პარტია არ დამიტოვებია. ვინ იქნება „გირჩში“, მაგას ის ადამიანები გადაწყვეტენ, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული ამ პარტიაში.

მე მქონდა პირობები, რა პირობებშიც მათ ვთავაზობდი, ერთად გაგვეგრძელებინა საქმის კეთება, რაზეც მითხრეს, რომ მათთვის მიუღებელი იყო, ამის შემდეგ ამ ადამიანებთან ურთიერთობა დავამთავრე“, – თქვა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები