„მე არ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას“ – პარტია „გირჩი“ გაიყო

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ გაიყო. პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს და მათ წარმატებებს უსურვებს, ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ში, „გირჩის ბაბლში“ დაწერა.
„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოსა და სანდროს გზები გაიყო. მე არ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა – იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში.
წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა, რომ ბევრი კარგი საქმის კეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისმგბლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა”, — წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები