ამირან გამყრელიძე: გაფართოებული ტესტირება ადრეულ ეტაპზე გამოავლენს ინფიცირებულებს, რომელთაც მხოლოდ 12-14 დღის განმავლობაში იზოლირება დასჭირდებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაფართოებული ტესტირება ადრეულ ეტაპზე გამოავლენს ინფიცირებულებს, რაც წინაპირობაა, რომ ძირითადად გამოვლინდებიან მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები.

,,გაფართოებული ტესტირების მთავარი მიზანი ინფიცირებულების სწრაფი გამოვლენა, მათი თვითიზოლაციაში გადასვლა, ან კოვიდსასტუმროში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ უკავშირდება ოჯახის ექიმს და იღებს კონკრეტულ რეკომენდაციებს. ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ინფიცირებულების წინაპირობაა, რომ ძირითადად გამოვლინდებიან მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები, რომელთაც მხოლოდ იზოლირება დასჭირდებათ 12-14 დღის განმავლობაში და ინფექცია მათთან შედარებით უფრო მსუბუქად ჩაივლის და, მეორე მხრივ, შევამცირებთ ინფექციის შემდგომი გავრცელების ალბათობას.

მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ ისარგებლონ ამ შეთავაზებით. მათთვის კიდევ უფრო გაიოლდება და ხელმისაწვდომი გახდება ტესტირება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები