ამირან გამყრელიძე: საქართველოში ყოველდღიურად 10-დან 12 ათასამდე პისიარ ტესტი და, დაახლოებით, 3-3.5 ათასი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი კეთდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ყოველდღიურად 10-დან 12 ათასამდე პისიარ ტესტი და, დაახლოებით, 3-3.5 ათასი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი კეთდება.
,,ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიოში მეტი აქცენტი კეთდება, რომ მეტად გაფართოვდეს ლაბორატორიული კვლევები და სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტები, ჩვენც, საქართველომ დავიწყეთ ეს, დაახლოებით, 1 თვის წინ. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, გარკვეულ ჯგიფებში უკვე გამოიყენებოდა აპრილ-მაისში, თუმცა, მასშტაბური გამოყენება დავიწყეთ 1 თვის წინ.
დღეს ქვეყანაში ყოველდღიურად ტარდება 10-დან 12 ათასამდე პისიარ ტესტი და, დაახლოებით, 3-3.5 ათასი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი. ის შედეგები, რასაც ვაქვეყნებთ, სწორედ ორივე მეთოდს ეყრდნობა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.