სტოლტენბერგი: რუსეთი ყირიმში სამხედრო პოტენციალს ზრდის და საქართველო-უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას აგრძელებს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი ანექსირებულ ყირიმსა და შავი ზღვის რეგიონში სამხედრო პოტენციალს ზრდის.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“განვიხილეთ შავ ზღვაში უსაფრთხოების სფეროში შექმნილი ვითარება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. რუსეთი აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ასევე, აგრძელებს ყირიმში სამხედრო პოტენციალის ზრდას, შავი ზღვის რეგიონში უფრო აქტიურად განათავსებს საკუთარ ძალებს. ნატო ამას პასუხობს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში საკუთარი ყოფნით”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინასთან სამომავლო დიალოგის გაძლიერების ნაბიჯები შეათანხმეს.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები