ეუთო-ს ახალი გენერალური მდივანი გერმანელი ჰელგა მარია შმიდტი გახდება
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ახალი გენერალური მდივანი გერმანელი ჰელგა მარია შმიდტი გახდება.
ამის შესახებ გაზეთი Presse დიპლომატიურ წრეებში წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წევრი-ქვეყნების წარმომადგენლებმა გუშინ დახურულ სხდომაზე შესაბამისი შეთანხმების მიღწევა შეძლეს.
გადაწყვეტილების ფორმალური მიღება ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა 27-ე საბჭოზე 3-4 დეკემბერს მოხდება, თუმცა, პირველად ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდება.
შმიდტის გარდა, თანამდებობაზე პრეტენზიას რუმინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი – კრისტიან დიაკონესკუ აცხადებდა.
ეუთო 57 ქვეყანას აერთიანებს და სამ კონტინენტს მოიცავს: ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და აზიას. საქართველო ასევე არის ორგანიზაციის წევრი. ეუთო-ს გენერალური მდივანი 3 წლის ვადით აირჩევა.