ამირან გამყრელიძე: მზადების მიუხედავად, მე მაინც არ მეგონა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას გაუძლებდა

“8000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, მათი უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა, მაგრამ გვყავს მსხვერპლი ექიმებს შორის და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სისტემა უძლებს ამ დატვირთვას და მთელი სამედიცინო საზოგადოება მადლობას იმსახურებს.

„მთელი ჩვენი მზადების მიუხედავად, მე მაინც არ მეგონა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას გაუძლებდა. კი, არის ხარვეზები და შეგიძლიათ, გაგვაკრიტიკოთ, მაგრამ სისტემა უძლებს ამ დატვირთვას და მთელი სამედიცინო საზოგადოება მადლობას იმსახურებს. საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში შესრულებული აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, იქნებოდა ეს 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს კონფლიქტი, 2008 წლის ომი თუ სხვა. ქართველმა ექიმებმა პირველებმა აღმოუჩინეს სომხეთს დახმარება სპიტაკის მიწისძვრის დროს და დღესაც თითოეული ქართველი ექიმი იმსახურებს მხოლოდ მადლობას. 8000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, მათი უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა, მაგრამ გვყავს მსხვერპლი ექიმებს შორის და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ყველაფერი შედარებითია, სისტემა უკეთ არის მომზადებული, მაგრამ იდეალური არაა. ყველაზე უფრო დალაგებულ ჯანდაცვის სისტემებსაც გაუჭირდათ სკანდინავიურ ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები