ეკატერინე ტიკარაძე: მინდა, მივუსამძიმრო თეკლას ოჯახს, ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ამას ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით

“პირველ ყოვლისა, მინდა, მივუსამძიმრო თეკლას ოჯახს, მთელს საქართველოს. ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ამას ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, მისი უშუალო ხელმძღვანლობით, ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის.

„პირველ ყოვლისა, მინდა, მივუსამძიმრო თეკლას ოჯახს, მთელს საქართველოს. ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ამას ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. გუშინ ჩემი დავალებით მყისიერად, რეგულირების სააგნეტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა, ისინი ამასთან დაკავშირებით გააკეთებენ განცხადებას, როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება, თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტალური შედეგის დადგომა და, ჩემი უშუალო ხელმძღვანლობით, ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის და ეს კითხვები, პირველ ყოვლისა, პასუხგაცემული მესაჭიროება მე, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

19 წლის თეკლა გერმანულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა, სადაც აცხადებენ, რომ ინფიცირებულ კოვიდსასტუმროდან უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. გოგონას თანმდევი დაავადება – დიაბეტი ჰქონდა, რის გამოც ოჯახი მის ჰოსპიტალიზებას ინფექციის დადასტურებისთანავე ითხოვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები