გერმანიაში ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად გარდაცვლილთა შორის არის 9 კვირის ბავშვი და მისი მამა

გერმანიის ქალაქ ტრირში გუშინ ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად გარადცვლილთა რიცხვი 5-მდე გაზრდილი, მათ შორის არიან 9 კვირის გოგონა და მისი 45 წლის მამა.

მომხდარის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან 18 კვირის ბავშვი და დედამისი, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

როგორც შტატის შს მინისტრმა, როჯერ ლევენცმა განაცხადა, ავტომობილის მძღოლი ცდილობდა მაქსიმალური ზიანის მიყენებას, ინციდენტი 4 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

გამოძიების ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ ერთი მამაკაცი, 51 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი იჯდა, ის ნასამართლევი არ ყოფილა.

პროკურატურის წინასწარი დასკვნით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ინციდენტის მომენტში ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა.

ასევე, პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტს კავშირი პოლიტიკურ ან რელიგიურ მოტივებთან, სავარაუდოდ, არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები