პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: ბრალდებულების არგუმენტები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

დიდი ხნის განმავლობაში ვისმენთ განცხადებებს „რუსულ სცენართან” დაკავშირებით. ხდება კონკრეტული რუკის დისკრედიტაცია მისი მოპოვების ადგილიდან გამომდინარე, სახეზეა კარტოგრაფიული მასალის დემონიზაციის მცდელობა მხოლოდ იმის გამო, რომ ის მოპოვებულია რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა საქმის მასალებში ასევე მოიპოვება ამერიკული და გერმანული რუკები და ამ ადამიანებს შეუძლიათ, ამერიკულ ან გერმანულ სცენარზეც ისაუბრონ. ფაქტია, უამრავი კარტოგრაფიული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში „არენა” პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

„ეს არის ბუნებრივი პროცესი, იკითხებიან ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც მაშინ სამსახურებრივად დაკავშირებული იყვნენ ამ კომისიის საქმიანობასთან. პრაქტიკულად ყველა მათგანი ამბობს, რომ კომისიის საქმიანობაში არ ერეოდა, ვინაიდან არ არის კარტოგრაფიის სპეციალისტი. ამასთანავე, ისინი აცხადებენ, რომ კომისიის მხრიდან საკონტაქტო პირი ყოველთვის იყო ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც, მათი თქმით, მაღალი კომპეტენციის მქონე პროფესიონალია. ერთია, რამდენად იზიარებს მხარე ამ მოცემულობას, რომ ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის მოწესრიგებაში არ იყვნენ ჩართული მაღალი თანამდებობის პირები, მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პირებიც მიუთითებენ ბრალდებულებზე, როგორც კარტოგრაფიულ დოკუმენტაციასთან მომუშავე მთავარ ადამიანებზე. გამოძიება განიხილავს ვერსიებს ამა თუ იმ მაღალჩინოსნის შესაძლო ჩართულობის შესახებ, მაგრამ, გარკვეული ინფორმაცია ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებას არ უნდა გასცდეს. მთავარია ის, რომ ბრალდებულების არგუმენტები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და რომ გამოძიებამ მოიპოვა მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც წარმოდგენილია საქმეში. დიდი ხნის განმავლობაში ვისმენთ განცხადებებს „რუსულ სცენართან” დაკავშირებით. ხდება კონკრეტული რუკის დისკრედიტაცია მისი მოპოვების ადგილიდან გამომდინარე, სახეზეა კარტოგრაფიული მასალის დემონიზაციის მცდელობა მხოლოდ იმის გამო, რომ ის მოპოვებულია რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა საქმის მასალებში ასევე მოიპოვება ამერიკული და გერმანული რუკები და ამ ადამიანებს შეუძლიათ ამერიკულ ან გერმანულ სცენარზეც ისაუბრონ. ფაქტია, უამრავი კარტოგრაფიული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია”, – განაცხადა გულუაშვილმა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები