პროკურორი დავით-გარეჯის საქმეზე: საკმაოდ კომპლექსურ დანაშაულებრივ ქმედებასთან გვაქვს საქმე

მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ დანაშაულებრივი ქმედება არ არის სპონტანურად განხორციელებული ერთჯერადი აქტი. წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებები და ბუნებრივია, პირებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებაში იყვნენ ჩართულები, საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ მათ შორის თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებების აშკარა კვალი გაენადგურებინათ, – ამის შესახებ ამირან გულაშვილმა „იმედის” გადაცემაში „არენა” განაცხადა. დავით-გარეჯის საქმის პროკურორის თქმით, გამოძიების მიმდინარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა საქმის განხილვა გაგრძელდეს.

„ამით იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ კომპლექსურ დანაშაულებრივ ქმედებასთან გვაქვს საქმე, რომელიც მოითხოვს ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოქმედებების თანმიმდევრობას და იმას თუ რა ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, გამოძიების ინტერესი გულისხმობს, რომ გარკვეული ინფორმაცია შეიძლება დროის გარკვეულ მონაკვეთში არ გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი და პირიქით, არსებობდეს ინტერესი მათი საიდუმლოდ შენახვისა “, – განაცხადა გულაშვილმა.

11 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე იმ 214-ი ადამიანის ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებიც ბრალდებულებს თავდებად დაუდგნენ, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები, რომლებმაც სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია გამართეს.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები