აჭარის მთავრობის სახლთან ინციდენტის დროს ორი პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან მომხდარი ინცინდენტის დროს სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო. მოქალაქეების განცხადებით, აქციაზე ორი პირი მსუბუქი ავტომობილით მივიდა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. დაპირისპირება სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები