მეუფე ნიკოლოზი – ერთ-ერთი მაღაზიიდან დამირეკეს და მითხრეს, ყველაზე კარგი iphone გვინდა გაჩუქოთ, 512 გიგაბაიტიანიო, ხვალ უნდა მოხდეს გადმოცემა
ჩემთვის ეს ტელეფონი არ არის, ეს არის ვიდეო კამერა. – ამის შესხებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, ტელეფონი მხოლოდ პროფესიიდან გამომდინარე სჭირდება, იგი მას ვიდეობისა და ფილმების გადასაღებად იყენებს, ხოლო თავდაპირველად, როდესაც კუთვნილი „აიფონ“-ის გარშემო სკანდალი დაიწყო, ამბობს, რომ არ იცოდა და ამერიკაში 2 კვირის შემდეგ მოხდა მისი პრეზენტაცია.
„კამერა, ეს არის იარაღი, თუ კარგად გამოიყენებ კარგი იარაღია, ესეც არის თადაცვის საშუალება. მე ვთქვი, რომ მქონდა iphone 11 და ეს არ იყო ბოლო მოდელი ,ხოლო შემდეგ ვთქვი, თუ დამიჯერებთ, დაემთხვა ნამდვილად, რომ ბოლო მოდელი იყო „აიფონ“ 12 – ეს არ ვიცოდი, ამერიკაში 2 კვირაში მოხდა მისი პრეზენტაცია.
მომხმარებლებმა მაღაზიებში დაიწყეს რეკვა, მეუფე ნიკოლოზმა თქვა iphone 12 არის გამოსულიო და ისეთი რიგები დადაგა, რომ მაღაზიებს ახალი პარტიის გამოწერა დასჭირდათ.
ერთ-ერთი მაღაზიიდან დამირეკეს და მითხრეს – ისეთი კარგი საქმე გაგვიკეთეთ, რომ გვინდა iphone 12-ის პირველი მფლობელი თქვენ იყოთო. საქმე იმაშია, რომ იმ მომენტში ტელეფონი არ ჰქონდათ მიღებული და მერე დამირეკეს და თქვეს – კი არ დაგვიწყებია, გვინდა ყველაზე კარგი გაჩუქოთ, 512 გიგაბაიტიანიო.
ხვალ, პირველ საათზე, უნდა მოხდეს ახალი „აიფონის“ გადმოცემა.
აქვე გეტყვით იმასაც თუ რაში მჭირდება ეს მობილური, ამას ვიყენებ ქადაგებისთვის და ასევე, ამ ტელეფონს აქვს სამი კამერა, რომელიც შემიძლია ძალიან ახლოს დავიჭირო, გამოჩნდებით მთლიანად და თქვენი ხმა კარგად ჩაიწერება ანუ, თითქმის, პროფესიონალური კამერაა.
ჩემთვის ეს ტელეფონი არ არის, ეს არის ვიდეოკამერა. მე, ჩემი პროფესიით კინემატოგრაფიასთან პირდაპირი შეხება მაქვს ამიტომ, ვიღებ ვიდეოებს, ფილმებს და ვდებ ჩემს „იუთუბ“ არხზე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.