მყავს ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა „ლენდკრუიზერ 105“, რომელიც კიდევ უფრო გავაკეთებინე – ავაწევინე, იცით როგორი გაცვეთლია უკვე? – მეუფე ნიკოლოზი

„ჯიპები არ გვყავს, ჩვენ გვყავს ოთხხიდიანი ავტომობილები, – ამის შესხებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მეუფეს თქმით, მას თავისი კუთვნილი მანქანა ძალიან სჭირდება და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

„ჯიპები არ გვყავს, ჩვენ გვყავს ოთხხიდიანი ავტომობილები ზოგი „ლენდკრუიზერია“, ზოგიც კი ჯიპია, კი ბატონო. ჩემი ეპარქია 1700 მეტრის  სიმაღლიდან იწყება. მე მყავს ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა „ლენდკრუიზერ 105“, რომელიც კიდევ უფრო გავაკეთებინე, ავაწევინე და მე ეს მანქანა რომ არ მყავდეს ეპარქიაში გადაადგილების საშუალება არ მექნებოდა, მჭირდება ეს მანქანა, იცით როგორი გაცვეთლია უკვე? იმიტომ, რომ ძალიან ბევრს დავდივარ ამით“, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები