გერმანიაში გამვლელებში მანქანის შევარდნას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15-მდე დაშავებულია
გერმანიის ქალაქ ტრირში ხალხში მანქანის შევარდნას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, 15-მდე დაშავდა, არიან მძიმე მდგომარეობაშიც.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
როგორც ქალაქის მერმა, ვოლფრამ ლაიბემ განაცხადა, ავტომობილის მძღოლის ქცევის მოტივი აგრესია, გაბრაზება შეიძლება, ყოფილიყო, თუმცა, რას შეიძლება, უკავშირდებოდეს, ეს უცნობია.
თავდამსხმელი დაკავებულია.