“გარდაცვალების შემთხვევები მძიმედ გადამაქვს, ეს არის ის ერთადერთი რამ, რასაც რეამინაციაში წლების მუშაობის მიუხედავად ვერასდროს ეჩვევი” – კოვიდკლინიკებში მომუშავე ექიმებისა და ექთნების ჩანაწერები

ტელეკომპანია „იმედმა“ კოვიდთან მებრძოლი ექიმებისა და ექთნების მცირე მონოლოგები გამოაქვეყნა. ჩვენ ორი მათგანის მონოლოგს გთავაზობთ, რომლებიც იმ სურთულეებზე გვესაუბრეიან, რასაც ისინი ყოველდღე ხვდებიან.
როგორც მათი საუბრიდან ვიგებთ, კოვიდვირუსთან ბრძოლაში ერთი წამითაც კი არ შეიძლება მოდუნება და ფორმის ჩაცვასა და გახდასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო რეანიმაციაში პაციენტის გარდაცვალებასთან შეგუება წარმოუდგენელია.
ქეთევან შენგელია, 27 წლის
„ვერ ვდუნდები, ვერ ვისვენებ, სულ იმაზე ვფიქრობ, შეცდომა არ დავუშვა – სულ სტრესში ვარ. ეკიპირების გახდაც ძალიან საფრთხილოა, ერთი პატარა შეცდომა, ფორმის არასწორად გახდა და შეიძლება, მე თვითონაც გავხდე ვირუსის გამავრცელებელი. შინაგანად ყველას გვეშინია, ყველა ვნერვიულობთ. ახლა მძიმე პერიოდია, რომელსაც, იმედია, მალე გადავივლით. ალბათ, მთავარია, შეცდომები არ დავუშვათ. ახლა შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს“, – ამბობს ქეთევანი.
კახაბერ ჩომახიძე, 54 წლის
„ჯერჯერობით, ვუძლებთ, ჩვენთან ყველაზე მძიმე პაციენტები წვანან. პირველი პაციენტების მიღება იყო ძალიან ემოციური, არ ვიცოდით – რასთან გვქონდა საქმე, ახლა მეტი ვიცით კოვიდზე, თუმცა, ბოლომდე არც ახლა ვიცნობთ. რეანიმაციაში მანამდეც ყოველთვის მძიმე სიტუაცია იყო, მაგრამ ახლა სხვა პასუხისმგებლობა ვგრძნობთ. მთელს მსოფლიოსთან ერთად ვდგავართ ამ პრობლემის წინაშე და მათთან ერთად ჩართულნი ვართ ამ დუღილში.
მე უკვე ისე შევეჩვიე კონბინიზონსა და სკაფანდრს, რომ ერთ წუთში ვიცვამ და ვიხდი. ბევრჯერ გამიგია, რომ 50 წელს გადაცილებული ადამიანები რისკ ჯგუფში ვართ, მაგრამ რას ვიზამთ, სხვა ხომ არ გააკეთებს ჩემს გაასაკეთებელს ჩემ მაგივრად. ეს საქმე ავირჩიე და ახლა ჩემი გასაკეთებელია. ორი დღეა, სახლში არ ვყოფილვარ და დღეს დიდი იმედი მაქვს, რომ წავალ. საბედნიეროდ, ახლოს ვცხოვრობ და საჭირო თუ გახდება, ღამით დავბრუნდები. საერთოდ, გარდაცვალების შეთხვევები ძალიან მძიმედ გადამაქვს. ეს არის ის ერთადერთი რამ, რასაც რეანიმაციაში წლების მუშაობის მიუხედავად ვერასდროს ეჩვევი“, – ყვება თავის მონოლოგში კახაბერ ჩომახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები