„გალში კოვიდვითარება მძიმეა, ხალხი პანიკაშია ჩაკეტილი საზღვრის გამო, ვისაც გადმოსვლა უნდა და არ უშვებენ, ე.წ დაბალი ზონიდან, მდინარიდან გადმოდიან“ – რას ყვება ექიმი გალიდან

ტელეკომპანია „იმედმა“ კოვიდთან მებრძოლი ექიმებისა და ექთნების მცირე მონოლოგები გამოაქვეყნა. ჩვენ ერთ-ერთი მათგანის, მაიას მონოლოგს გთავაზობთ, რომელიც გალში არსებულ სიტუაციასა და იმ სურთულეებზე საუბრობს, რისი გადატანაც ადამიანებს უხდებათ.

როგორც მაია ყვება, გალში სიტუაცია მძიმეა. პაციენტებს ზუგდიდში გადასვლა უნდათ, მაგრამ მათ არ უშვებენ და ამით ვითარება კიდევ უფრო მძიმდება.

„გალში ძალიან ბევრია Covid-19-ით ინფიცირებულია. აქ საავადმყოფოს თანამშრომლების 50%-ზე მეტს კორონავირუსი აქვს, ძირითადად, სახლის პირობებში მკურნალობენ. მეც გადავიტანე კორონა, გუდაუთაში დავინფიცირდი, საავადმყოფოში.

თუ ავადმყოფი მძიმდება, ყველას ზუგდიდში ურჩევნია გადმოსვლა. ამიტომ, ხალხი პანიკაშია ჩაკეტილი საზღვრის გამო. ვისაც გადმოსვლა უნდა და არ უშვებენ, ე.წ დაბალი ზონიდან, მდინარიდან გადმოდიან და ასე უფრო იგდებენ თავს საფრთხეში“, – ამბობს 27 წლის ექიმი თავის მონოლოგში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები