19 წლის გარდაცვლილი გოგონას მამა: დამირეკა და მითხრა, რომ „მარშუტკაში“ ვარ, საცობია და გაყინული, გალურჯებული ვარო

გუშინ 19 წლის თეკლა თორდია კორონავირუსით გარდაიცვალა. ის მკურნალობას კოვიდასტუმროში გადიოდა.

გარდაცვლილი გოგონას მამა „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი შვილი ჰოსპიტალში ვერ დააწვინეს, რადგან იქ ადგილები არ იყო.

„ორშაბათს დაეწყო ხველა და როდესაც გამოვიძახეთ სასწრაფო, გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში. არასწორი იყო კოვიდსასტუმროში მისი გადაყვანა, რადგან ბავშვს დიაბეტი ჰქონდა და სჭირდებოდა სტაციონარი, ხოლო როგორც ჩვენ გვითხრეს, სტაცინარში ადგილი არ იყო და ამიტომ გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში.
იმავე დღეს სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა – ხველა გაურთულდა, სიცხემ აუწია. სასწრაფოს ექიმებმა ჟანგბადის აპარატი დაუდგეს, ასუნთქეს და შემდეგ გადაიყვანეს რომელიღაც კლინიკაში, სადაც ანალიზები აუღეს და გამოუშვეს. შემდეგ მე დამირეკა და მითხრა, რომ „მარშუტკაში“ ვარ, საცობია და გაყინული, გალურჯებული ვარო. კლინიკიდან გამოშვებული ისევ კოვიდსასტუმროში დააბრუნეს, ვინაიდან ჰოსპიტალში ადგილები არ ჰქონდათ“, – თქვა 19 წლის გარდაცვლილი გოგონას მამამ.
ცნობისთვის, 19 წლის თეკლა თორდია გუშინ გარდაიცვალა. ის თავდაპირველად კოვიდსასტუმროში გადიოდა მკურნალობას. მას შემდეგ კი, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონას თანმდევი დაავადება – დიაბეტი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები