თბილისის 970-მილიონიანი ბიუჯეტის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულება იქნება

თბილისს კონსოლიდებული ბიუჯეტი 20 დეკემბრამდე ექნება და ის, სავარაუდოდ, 970 მლნ.ლარით განისაზღვრება. თბილისის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარე ოთარ გრიგოლიას განმარტებით, თბილისის 2021 წლის ბიუჯეტად 840 ლარი განისაზღვარა, თუმცა, ამ თანხას ცენტრალური ხელისუფლების ტრანშის სახით, დაახლოებით, 130 მლნ.ლარი დაემატება.

გასულ წელთან შედარებით, დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 180 მილიონი ლარით არის შემცირებული და, როგორც გრიგოლიამ „კვირას“ განუცხადა, თანხები, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ მიმართულებებზე დაიხარჯება.

თბილისის მთავრობა 2021 წლისთვის ბიუჯეტში მიმდინარე წელთან შედარებით 13 მილიონით ნაკლების – 820.1 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზებას გეგმავს.

პროექტის თანახმად, 2021 წელს დღგ-ის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 462 ლარი იქნება. ქონების გადასახადიდან მიღებული თანხა 195 ლარს, ხოლო სხვა შემოსავლები 156,8 მლნ ლარს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს დედაქალაქის ბიუჯეტი სათამაშო ბიზნესიდან მხოლოდ 25 მხოლოდ 25 მლნ.ლარს მიიღებს მაშინ, როცა წელს 52 მლნ. ლარის მიღებაა გათვალისწინებული.

დედაქალაქის ბიუჯეტს თანხები აკლდება გრანტებიდანაც. წლევანდელი 58 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 6 მილიონის მობილიზებაა გათვალისწინებული.

თბილისის საკრებულო ბიუჯეტის პროექტი მერიას გარკვეული რეკომენდაციებით გასულ კვირას დაუბრუნა და კორექტირებულ ვარიანტს უკან 10 დეკემბრისთვის ელოდება.

დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს “მიუღებელი და ბიუროკრატიაზე ორიენტირებული” უკვე უწოდა ოპოზიციამ და აცხადებს, რომ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც გასულ კვირას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ბრალდება, რომ ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება, ტყუილია.

„ჩემი თხოვნაა, ბიუჯეტზე ნაადრევად არ ვიმსჯელოთ. როგორც ყოველ წელს, ჯერ ხდება პირველადი ბიუჯეტის წარდგენა, რომელიც შემდეგ დაკორექტირდება. მოგვიანებით გახდება ცნობილი ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი. ჩვენ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ის პროექტები, რაზეც პანდემიამდე ვსაუბრობდით, განხორციელდეს ინფრასტრუქტურის, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ, ეს არის ტყუილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საბოლოო ბიუჯეტი რადიკალურად განსხვავებული იქნება მისი პირველად ვერსიისგან და გაცილებით მეტი“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები