ივერი მელაშვილი: ერთი კითხვა მაქვს, რაიმე ახალი თუ აქვთ დადგენილი, ან მოტივი ან სხვა რამე, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, მოწმეთა ჩვენებები გაჯერებულია ტყუილებით.
მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო ბრალდებისგან ახალი არაფერი მოუსმენია.
„გენერალური პროკურატურისგან არ მომისმენია დღეს რაიმე განახვავებული. ერთი კითხვა მაქვს, რაიმე ახალი თუ აქვთ დადგენილი, ან მოტივი ან სხვა რამე, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს.
რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც წარმოდგენილი იყო, გაჯერებულია ტყუილებით.
რაც გაკეთდა, ის არის სწორი, ის არის ქვეყნისთვის სწორი”, – განაცხადა მელაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა ამ წუთებში მიმდინარეობს.