„კარტოგრაფების საქმეზე“ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზა გიგი უგულავას ძმამ ჩაატარა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ 15 ოქტომბერს ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება და “დავით გარეჯის-საქმეზე” დაკავებული კარტოგრაფები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ციხეში დატოვა.

პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილს (2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

განაცხადებაში ნათქვამია: “თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.”

მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა (ვიდეო)

მოგვიანებით კი „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მისი თქმით, წამოცდენა იყო თუ რა იყო, 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს

წყარო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები