ამირან გამყრელიძე – აქციებზე: უპასუხისმგებლობაა, პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პოლიტიკური აქციები და შეკრებები უპასუხისმგებლობაა.

მისივე თქმით, ინფიცირების შეჩერების ერთ-ერთი მიდგომაა რეგულაციების დაცვა.

,,პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას იმიტომ, რომ სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში ინფიცირებისა. ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომა არსებობს, ერთ-ერთია სწორედ შემზღუდველი ღონისძიებები, რაც დაწესებულია, პარალელურად, ადრეული გამოვლენა და ჰოსპიტალურ სექტორში მართვა. ეს ერთობლიობა მოგვცემს, რომ 3-4 კვირის შემდეგ ახალი შემთხვევების რაოდენობა თანდათან წამოვა ქვემოთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები