ამირან გამყრელიძე: პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია იმაზე, როგორ დავიცავთ რეგულაციებს

“პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია იმაზე, როგორ დავიცავთ რეგულაციებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, შემთხვევების რაოდენობამ ისევ მოიმატოს.

,,ჩვენ პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, როგორ დავიცავთ ჩვენ იმ რეგულაციებს, რაც უკვე დაწესებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ცოტა კიდევ ზრდა იყოს შემთხვევების რაოდენობის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები