საქართველოდან პირველი აგვისტოდან ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 2.4 მილიონი დოლარი შეადგინა
საქართველოდან, 1-ელი აგვისტოდან – 29 ნოემბრამდე პერიოდში, 5 562 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.