ქვემო ქართლში 1კილოგრამი “ჰეროინის”უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს(ვიდეო)

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ა.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე, ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები