საპატრულო პოლიციამ, სავარაუდოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო, დაკავებულია 1 პირი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს ადგილზე უპასუხა. მისი განცხადებით – ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით, ხოლო მეორე პირი არასრულწლოვანია.

- რეკლამა -

- რეკლამა -

“ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა. ორი პირი შევიდა, აქედან ერთი პირია ბრალდებულის სახით დაკავებული. ერთია არასრულწლოვანი”, – განაცხადა ვლადიმერ წითლაურმა.

გავრცელებული ინფორმაციით თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომელთაც ხელში იარაღის მსგავსი ნივთი ჰქონდათ. აფთიაქის თანამშრომლებმა პრევენციის მიზნით პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ორივე პირი ადგილზევე შეაჩერა. როგორც ამ დროისთვის დგინდება, ორი პირიდან ერთი არასრულწლოვანია, ხოლო მეორე 20 წლამდე ასაკის ბიჭი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მათგან ამოღებულ სავარაუდოდ იარაღზე დანიშნულია ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები