გიორგი ამილახვარი: იკვეთება კონტურები, რომ ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკების მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხმება

“მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა იკვეთება კონტურები, რომ ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მესამე რაუნდის ირგვლივ კომპრომისული შეთანხმება მოხდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი ახლო მომავალში გაიმართება.

„მოლაპარაკებების მიმდინარეობა არის კონფიდენციალური, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა იკვეთება კონტურები, რომ ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხება, ორივე მხარე გადადგამს ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რათა შეწყდეს ბოიკოტის რეჟიმი და გავაგრძელოთ პარლამენტში მუშაობა ქვეყნის წინაშე მდგარ აქტუალურ საკითხებზე. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე რაუნდი ახლო დღეებში გაიმართება, ვართ საკმაოდ იმედიანად განწყობილი. ჩვენი ამომრჩევლების, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ორივე მხარემ დავაახლოოთ ჩვენი პოზიციები, გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯები და მივიდეთ იმ საერთო გადაწყვეტილებამდე, რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, თუმცა ასეთი მნიშვნელოვანი მესამე რაუნდის წინ ულტიმატუმების ენით საუბარი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები