საქართველოში კორონავირუსის 4426 ახალი შემთხვევიდან 1802 – თბილისში, 554- აჭარაში, 637- იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევიდან 1802 – თბილისში, 554- აჭარაში, 637- იმერეთში დაფიქსირდა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 943 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  132 368-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 721 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-110 049-მდე.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა- 554, იმერეთი- 637, ქვემო ქართლი- 268, შიდა ქართლი- 258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი- 400, კახეთი- 219, მცხეთა-მთიანეთი- 108, სამცხე-ჯავახეთი- 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი- 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 741, აჭარაში-1 019, იმერეთში-1 261. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 943 პირი, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში-167, იმერეთში-190. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, მათგან თბილისში-181, აჭარაში-56, იმერეთში-37. 3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1311-თბილისში,  2 058- აჭარაში, 284-იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები