გაზის ტრანსპორტირების კომპანია: დღეს ღამით, 00:00 საათიდან გაზის მიწოდება აღუდგება სტრატეგიულ ობიექტებს, 29 ნოემბერს კი გურიისა და აჭარის მოსახლეობას

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალურ გაზსადენზე დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ, დღეს ღამით, 00:00 საათიდან გაზის მიწოდება აღუდგება სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს, ხოლო, 29 ნოემბერს გურიისა და აჭარის სრულ მოსახლეობას.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ სპეციალური ჯგუფების მიერ, განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, დადგენილია „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იან განშტოებაზე მომხდარი ავარიის მიზეზი.

შესაბამისი სამსახურები აქტიურ მუშაობას აწარმოებენ, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის 00:00 საათიდან გაზის მიწოდება აღუდგება სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს, ხოლო, 29 ნოემბერს გურიისა და აჭარის სრულ მოსახლეობას“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები