დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს

დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.

შემთხვევა, დაახლოებით, 1 საათის წინ მოხდა.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები არიან მობილიზებულნი.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები