,,საქართველოს რკინიგზა”: 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში სამგზავრო გადაყვანები განახლდება
2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილების თანახმად, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე, 3 იანვრიდან 31 იანვრამდე საქალაქთაშორისო გადაადგილება იზღუდება. შესაბამისად, “საქართველოს რკინიგზის” სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.
,,საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, ამ პერიოდში განახლდება “საქართველოს რკინიგზის” სამგზავრო გადაყვანები.
,,რაც შეეხება იმ მგზავრებს, რომლებსაც წინასწარ სალაროში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, გთხოვთ, დღეს დააბრუნოთ ბილეთები, რადგან ხვალიდან სალარო დაიხურება და გაიხსნება სამგზავრო გადაყვანების განახლების შემდეგ. ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით, სალაროს გახსნისთანავე შეძლებთ ბილეთის დაბრუნებასა და თანხის სრულად ანაზღაურებას. ხოლო ისინი, ვისაც ონლაინ აქვთ ბილეთი შეძენილი, უახლოეს დღეებში შეძლებენ ონლაინბილეთის დაბრუნებას”, – ნათქვამია ,,საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციაში.