შალვა რამიშვილი – სააკაშვილზე: ამ ძვირფასი სავარძლიდან ეს მხდალი და ბოროტი ჩიტი კვლავ იძლევა რევოლუციურ განკარგულებებს

“ამ ძვირფასი სავარძლიდან ეს მხდალი და ბოროტი ჩიტი კვლავ იძლევა რევოლუციურ განკარგულებებს”, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი, შალვა რამიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ,,ფეისბუქლაივს”.

რამიშვილის თქმით, სავარძელი, რომელშიც სააკაშვილი იჯდა, 14 ათასი დოლარი ღირს. მისივე თქმით, ის “დედამისის კმაყოფაზეა”, ალბათ, ამ სავარძელზეც იტყვის, რომ ქ-ნმა გიულიმ უყიდა”.

,,გუშინ ეს ბოროტი ჩიტი თავისი ,,ფებე” ლაივისას ამ სავარძელზე იყო წამოსკუპებული (იხ. ფოტოები).

ესაა “პრუსტის სავარძელი”, რომლის შემქმნელი არის იტალიელი დიზაინერი  – ალესანდრო მენდინი. სავარძლის ფასი 14 ათასი დოლარი გახლავთ. ეს ე.წ. დიზაინერული ავეჯია, რომლის ყიდვის საშუალება მხოლოდ ძალზე მდიდარ ადამიანებს აქვთ.

სააკაშვილისგან ვიცით, რომ ის “დედამისის კმაყოფაზეა” და, ალბათ, ამ სავარძელზეც იტყვის, რომ ქ-ნმა გიულიმ უყიდა.

მე სხვა რამეზე მინდა, გავამახვილო თქვენი ყურადღება. ამ ძვირფასი სავარძლიდან ეს მხდალი და ბოროტი ჩიტი კვლავ იძლევა რევოლუციურ განკარგულებებს.

უსაფრთხოდ, დიზაინერული ავეჯისა და ფუფუნების სხვა საგნებით გარშემორტყმული ჩმორი მოუწოდებს თავის მრევლს, რომ მისი გულისთვის თავი გასწირონ.

ეს იმდენად ამაზრზენია, რომ სიტყვებიც არ მყოფნის!

მაგრამ, მრევლს რომ თავი დავანებოთ, ეს პატარ-პატარა პარტიები სად ჭირსა და მოუსავლეთში მიყვებიან ჯოკერის ტახტზე შემომჯდარ ბოროტ ჩიტს?

აი, ესაა საკითხავი”, – წერს რამიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა ,,ფეისბუქლაივში” საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები