თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ,,კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია სამსართულიანი კორპუსის მეორე სართული. ადგილზე შვიდი სახანძრო სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.