საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდება ცნობილი

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა გადის კონსულტაციას შეზღუდვებთან დაკავშირებით.

„ჩვენი მიზანი არის, არ დაველოდოთ პიკს, არამედ მოვახდინოთ პიკის დროული შეჩერება, რათა ამან საშუალება მისცეს სამედიცინო სექტორს, განაგრძოს მუშაობა მის ჩვეულ რეჟიმში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არის ორი ვერსია, თუ რომელ ფორმატში შეიძლება, განხორციელდეს შეზღუდვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები