რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვის რეგიონში “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ მოსკოვის რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს.

უწყების ინფორმაციით, რადიკალი ისლამისტების ბინიდან ამოღებულია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, დოკუმენტები და სხვა ნივთები.

აღინიშნება, რომ ძალოვანებმა ვლადიმირის ოლქში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს – ის წარმოშობით ცენტრალური აზიის ერთ-ერთი სახელმწიფოდანაა.

ამასთან, არ ზუსტდება დანარჩენი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები