საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 25 ნოემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მილიონი აშშ დოლარი და აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3132 შეადგინა.

ცენტრალური ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე 24-ე სავალუტო ინტერვენციაა.

ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამურად, 823 400 000 დოლარი გაყიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები