ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული გზა ძირითადად გრუნტის იყო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა.

“პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო კიუვეტები და გაბიონები, მდ. ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა. ასევე მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფ. ყინწვისის მიდამოებში იწყება  და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფ. ტყემლოვანამდე. აღნიშნული გზა, მდ. ძამას ხეობაში არსებული  ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზაა. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ გზით სარგებლობენ ძამას ხეობაში არსებულ სამონასტრო კომპლექსებში მოღვაწე ბერ-მონაზვნები, მომლოცველები და ტურისტები. აღნიშნული გზით სარგებლობს მთის 18 სოფელი და 22 სოფელს აკავშირებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებთან. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 14 489 880 ლარი  შეადგინა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები