მეუფე იაკობი: არჩევნები რომ ჩატარებულიყო, ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა
“არაფერი გვეშველება, ღმერთმა თუ არ გვიშველა, რაც უნდა ვიძახოთ, კარგი გვინდა ქვეყნისთვისო, მაინც მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე იაკობის თქმით, წესიერად რომ მოვქცეულიყავით, ამდენი მსხვერპლი არ გვექნებოდა. “დამნაშავეები ვართ, ეს რომ ხდება.
ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება, მოხდეს გაერთიანება. ხომ ხედავენ, რომ არ ჩავრეულვართ არცერთ მხარეს ამ არჩევნებზე. ღმერთმა ყველა დალოცოს და შევთხოვ უფალს, გონიერმა გულმა გაიმარჯვოს ქართველებში.
შევხედოთ, ირგვლივ რა სიტუაციაა, საბოლოოდ, რაც უნდა ვიძახოთ, კარგი გვინდა ქვეყნისთვისო, მაინც მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს. ჩიხური მდგომარეობა, ძალით თუ არ შედიხარ ჩიხში, არ არსებობს. რაღაც გამოსავალი უნდა ვნახოთ. მანამდეც ვამბობდი, რომ რთული იქნებოდა.
პირდაპირ ჩანდა, საითაც მივდიოდით. ჩვენ ამას შევწირეთ ყველაფერი, არჩევნები რომ ჩატარებულიყო, ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა. იცით, რომ არჩევნების მერე კი არ გავრცელდა, მანამდეც საკმაოდ გავრცელდა იმიტომ, რომ სხვადასხვა რეგიონში დადიოდნენ. კარგად გადახედეთ, მაშინ იმატებდა დასნებოვნებულების რიცხვი. ახლაც ხედავთ, რა პროცესებია და რაც უნდა შეზღუდო, არაფერი გვეშველება, ღმერთმა თუ არ გვიშველა. ადრეც გაგვაფრთხილეს, რამდენი კაცი იყო გარდაცვლილი, წესიერად რომ მოვქცეულიყავით, ამდენი მსხვერპლი არ გვექნებოდა. დამნაშავეები ვართ, ეს რომ ხდება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.