ეკატერინე ტიკარაძე: აქციებთან მიმართებით ვხედავთ ფაქტებს, რომ ეს ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი
“აქციებთან მიმართებით ვხედავთ ფაქტებს, რომ ეს ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრმა ქვეყანამ, გაცილებით ძლიერმა, ვიდრე საქართველოა, პოსტარჩევნების ეფექტი იქონია.
“აქციებთან მიმართებით ვხედავთ ფაქტებს, რომ ეს ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი, ეს არ არის ჩვენი მოსაზრება. ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითიც, სადაც მსგავსმა ქმედებებმა შედეგი გამოიღო და მოხდა ვირუსის გავრცელება. ძალიან ბევრმა ქვეყანამ, გაცილებით ძლიერმა, ვიდრე საქართველოა, იქონია პოსტარჩევნების ეფექტი და ჩვენც გვაქვს ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ტიკარაძემ.