მიტროპოლიტი იოანე: ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია
“ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, – ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანემ “კურიერს” პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ შეზღუდვებზე კითხვაზე პასუხისას განუცხადა.
მისი თქმით, ეკლესიაში კი არ ინფიცირდებიან, არამედ ადამიანი ადამიანს გადასცემს და ეს ეკლესიას არ უნდა დავაბრალოთ.
“ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს, ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვლას? რადგან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო. პანდემია კი შემოვიდა ტაძარშიც, მაგრამ, ასევე ექიმებშიც არის, მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულია. გარანტირებული არავინაა, ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განსაცდელი შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, მაგრამ ამის შიშით, ცხოვრება არ გამოვა, იმედით და რწმენით უნდა ვიყოთ, თუ შეგვემთხვა განსაცდელი, მოთმინებით უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ, შედარებით ახალგაზრდა სასულიერო პირი გარდაიცვალა, მას დაავადებები ჰქონდა და რისკი იყო დიდი, მაგრამ ის ეკლესიაში არ დაინფიცირებულა. ეკლესიაში კი არ ინფიცირდება, არამედ ადამიანი ადამიანს გადასცემს, ეკლესიას ნუ დავაბრალებთ,” – განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.