დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენი მოწოდება მუდმივად არის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა

“ჩვენი მოწოდება ყოველთვის არის, რომ იყოს შენარჩუნებული გარკვეული კორექტულობა ადამიანების ურთიერთობაში მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განსხვავებულია მათი შეხედულებები”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკლესიის როლი მუდმივად მშვიდობისკენ მოწოდებაა.

“ჩვენი მოწოდება მუდმივად არის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა, მლოცველთა მშვიდობა. ჩვენი მოწოდება ყოველთვის არის, რომ იყოს შენარჩუნებული გარკვეული კორექტულობა ადამიანების ურთიერთობაში მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განსხვავებულია მათი შეხედულებები, ამიტომ, ეკლესიის როლი არის მუდმივად გამაერთიანებელი და მშვიდობისკენ მოწოდება”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები