სტამბოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

სტამბოლში მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოსის კურთხევით, საზეიმო ვითარებაში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა.

სკოლის გახსნას საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა, სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე, მსოფლიო საპატრიარქოს გენერალური მდივანი, ასევე ქართული სამრევლოს წინამძღვარი ესწრებოდნენ.

საქართველოს ელჩმა, სკვირაო სკოლის მოსწავლეებს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ “საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები.

საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ასევე შეძენილ იქნა საკვირაო სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარი და სახელმძღვანელოები.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სტამბოლის ედირნექაფის წმინდა გიორგის ქართულ სამრევლო ტაძარში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე დაესწრნენ საღმრთო ლიტურგიას, რომელიც აღასრულა ქართული სამრევლოს წინამძღვარმა მამა ილია ჯინჯოლავამ. საღმრთო ლიტურგიას, ასევე, ესწრებოდა მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი, მსოფლიო საპატრიარქოს გენერალური მდივანი არქიმანდრიტიიოაკიმე ბილისი.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, საქართველოს ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა როგორც საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები