ბიძინა კულუმბეგოვი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ნაცვლად, შევზღუდოთ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობა
“ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ყველა ვთანხმდებით, რომ შეზღუდვები აუცილებელია, მაგრამ როგორი ტიპის იქნება, ამას ეპიდემიოლოგები და საკოორდინაციო საბჭო ერთად გადაწყვეტს”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ნაცვლად, სასურველია, ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობა შეიზღუდოს.
“ყველა ვთანხმდებით, რომ შეზღუდვები აუცილებელია, მაგრამ როგორი ტიპის იქნება, ამას ეპიდემიოლოგები და საკოორდინაციო საბჭო ერთად გადაწყვეტს. ტრანსპორტით ზოგადად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები სარგებლობენ, ახალგაზრდები, ამიტომ, ძალიან რთულია, შევწყვიტოთ შიდასაქალაქო გადაადგილება. ეს ძალიან დააზიანებს საზოგადოებას. სასურველია, თუნდაც ერთი ადამიანი აკონტროლებდეს ამას, ადამიანთა რაოდენობა შევზღუდოთ ტრანსპორტში და არ დავკეტოთ ტრანსპორტი”, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.