ნინო ლომჯარია – დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში

სახალხო დამცველი  ნინო ლომჯარი სოციალურ ქსელში  წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

როგორც ლომჯარია წერს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება.

„ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!

სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა – პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში (ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება“, – წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „ემ ბი სი“-ში 1 პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა.შსს-ს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, თავდამსხმელი დაკავებულია მძევლები კი გათავისუფლებულები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები